Tag Archives: ხერხემალში

ოსტეობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტომა – ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, გამოირჩევა გიგანტური ზომებით. უპირატესად ლოკალიზდება ხერხემალში, შესაძლებელია დააზიანოს ჩონჩხის სხვა ძვლებიც. დამახასიათებელია ინტენსიური ტკივილები დაზიანების კერის მიდამოში, რომელიც კუპირდება ანალგეტიკებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით. მკურნალობა ქირურგიულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ინფექციური სპეციფიკური პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფექციური სპეციფიკური პოლიართრიტი – აღინიშნება ტუბერკულოზის, დიზენტერიის, ბრუცელოზის, გონორეის, იშვიათად სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ართრიტის გამოვლინებები ვითარდება ძირითადი დაავადების გამოხატული სიმპტომატიკის არსებობის ფონზე. სპეციფიკური ტუბერკულოზური ართრიტი უფრო ხშირად ვლინდება მენჯ – ბარძაყის სახსარში და ხერხემალში სითხის ჩადგომის განვითარებისადმი მიდრეკილებით. გონორეისათვის დამახასიათებელია მონოართრიტი მუხლის, იდაყვის სახრის დაზიანებით და

Read More