Tag Archives: ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია

ჰიპოკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის დაქვითებული შემცველობა. მიზეზები: კალიუმის არასაკმარისი მიღება საკვებ პროდუქტებთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია, ჰიპერალდოსტერონიზმი, დიურეტიკებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვ. ჰიპოკალიემიის ძირითადი გამოვლინებაა – სისუსტე, კრუნჩხვები, გულის რიტმის დარღვევები. მკურნალობა – კალიუმის პრეპარატები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ბარტერის ფსევდოსინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარტერის ფსევდოსინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული და ხანგრძლივი მიღებისას. ნიშნები: კუჭის ხშირი მოქმედება, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი, დეჰიდრატაცია, სისხლის პლაზმის რენინის მომატებული აქტივობა, სისხლში ალდოსტერონის მომატებული შემცველობა, საფაღარათო საშუალებების მიღების შემდეგ სიმპტომები სწრაფად ქრება, ბარტერის სინდრომისაგან განსხვავებით სისხლის პლაზმაშიმაგნიუმის ნორმალური შემცველობაა. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.

Read More