ანტრიტი
ანტრიტი არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ანტრიტი (antritis) – ანტრუმის კედლისა და მისი გარემომცველი ქსოვილების ანთება. გვხვდება ჩვილ ბავშვებში, ხშირად დღენაკლულებში ჰიპოტროფიის დროს, ასევე სხვადასხვა დაავადებებით დასუსტებულ ბავშვებში. ანტრიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შესაძლებელია მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური სურათით (ხანგრძლივი ტოქსიკოზი, სხეულის მასის სწრაფი შემცირება) და ლატენტურად. ოტოსკოპიური მონაცემები შედარებით ღარიბია; დაფის აპკი მკრთალია; აღინიშნება ძილიანობა ან პირიქით,