დივერტიკულები
დივერტიკულები diverticula არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე დივერტიკულები – ლორწოვანი გარსისა და ლორწქვეშა შრის პარკისებრი გამობერვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი შრის დეფექტებში. დივერტიკული შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დივერტიკულები ვითარდება ანთებითი ცვლილებების შედეგად. საყლაპავის დივერტიკული – ლოკალიზდება კისრის განყოფილებაში (70%), ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე (20%) და დიაფრაგმის ზევით (10%). ბიფურკაციური დივერტიკულები მიეკუთვნება ტრაქციულს, დანარჩენი – პულსურს.