მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი – საშვილოსნოს დანამატების ანთება; ხშირად წარმოადგენს ენდომიომეტრიტის გართულებას. ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები. ინფექცია ვრცელდება ლიმფოგენურად ან საშვილოსნოს მილებით. ანთებითი პროცესი თავდაპირველად ვრცელდება საშვილოსნოს მილებზე, შემდეგ კი საკვერცხეებზე, წარმოქმნის ერთიან კონგლომერატს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვითარდება მშობიარობიდან მე – 8 – 10 დღეს. მიმდინარეობს ზოგადი