თრომბოჰემორაგიული სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი თრომბოჰემორაგიული სინდრომი – დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომი – ხასიათდება მიკროცირკულატორულ ქსელში თრომბოზის და სისხლჩაქცევათა ან სისხლდენის შერწყმით, რაც ვითარდება სისხლის შედედების ფაქტორთა სრული მოხმარების შედეგად. მიმდინარეობს როგორც მწვავედ, ისე ქვემწვავედ ან ქრონიკულად, შეიძლება იყოს ლოკალიზებული ან დისემინირებული, კომპენსირებული და დეკომპენსირებული. პათოგენეზური საფუძველია თრომბოპლასტური სუბსტანციების დიდი ოდენობით გამოთავისუფლება