ვიტილიგო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვიტილიგო – 1. კანის შედარებით იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება შეძენილი კეროვანი აქრომიით. ეტიოლოგია. დაავადება განპირობებულია კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვით მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არრასებობია გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები (ფსიქიკური ტრავმები, თირკმელზედა ჯირკვლის, ფარისებრი