მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში)
მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში) არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე მწვავე ჰემატოგენური ოსტეომიელიტი (ახალშობილებში) – ახალშობილთა ერთ – ერთი ყველაზე ხშირი ჩირქოვან-სეპტიკური დაავადება. ინფექცია/”>ინფექცია ვრცელდება ჰემატოგენური გზით. ოსტეომიელიტი შესაძლებელია იყოს პირველადი კერა ან ერთ – ერთი სეპტიკოპიემიური კერა სეფსისით დაავადებულ ბავშვებში. პირველ შემთხვევაში გამომწვევია ოქროსფერი ჰემოლიზური სტაფილოკოკი, მეორე შემთხვევაში, როგორც წესი, – გრამუარყოფითი მიკროფლორა. ახალშობილებში ზიანდება გრძელი ლულოვანი