ვიტამინ C უკმარისობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვიტამინ C უკმარისობა – (ასკორბინის მჟავას უკმარისობა, სკორბუტი, ცინგა და სხვ.). C ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ჟანგვა – აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, კოლაგენისა და პროკოლაგენის სითეზში, სისხლძარღვთა განვლადობის ნორმალიზაციაში. კლინიკური სურათი. დაავადება ხასიათდება საერთო სისუსტით, კაპილარების მომატებული მტვრევადობით, პეტექიების გაჩენით, სისხლდენით ღრძილებიდან, ჰემორაგიული გამონაჟონით სახსრებში და პლევრაში,