ჰომოლოგიური ქრომოსომები
ჰომოლოგიური ქრომოსომები – (chromosomata homologa ბერძნ.homologos – შეწყობილი, თანხმოვანი) – წყვილები სიდიდით, ფორმითა და ზოგჯერ სტრუქტურითაც იდენტური ქრომოსომებისა, რომელთაგან ერთი წარმოქმნილია მამრობით, მეორე კი – მდედრობითი სასქესო უჯრედებიდან. სასქესო უჯრედებში თითოეული ქრომოსომა მხოლობითია. კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდეგ ზიგოტა შეიცავს უკვე დიპლოიდურ ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშია ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვილები, ვინაიდან თითოეულ ქრომოსომას, რომელიც კვერცხუჯრედში იყო, ემატება მისი მსგავსი