სტრეპტოკოკური ინფექცია
სტრეპტოკოკური ინფექცია – ინფექციური და ინფექციურ – ალერგიული დაავადებების პირობითად გამოყოფილი ჯგუფი, რომელთაც იწვევს სტრეპტოკოკები. განსაკუთრებით გავრცელებულია: ქუნთრუსა, ფარინგიტი, ანგინა, წითელი ქარი, იმპეტიგო, სეპტიური აბსცესი, ენდოკარდიტი, რემატიზმი, მწვავე გლომერულონეფრიტი, საშარდე გზების დაზიანება,მენინგიტი, პნევმონია, სეფსისი. დიაგნოზი დასტურდება იმუნოლოგიური და მიკრობიოლოგიური მეთოდებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი