ზელცერ – კაპლანის სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ზელცერ – კაპლანის სინდრომი – მემკვიდრეობითი არასფეროციტული ჰემოლიზური ანემია (როგორც ჩანს, გადაცემული აუტოსომურ – რეცესიული ტიპით). კლინიკა:ჰემოლიზური სიყვითლე; ჰეპატო და სპლენომეგალია, ცვლილებები ძვლებში, მონგოლოიდური სახის ნაკვთები, სისხლში – ნორმოქრომული ანემია, ერითროციტები ნორმო, ან მაკროციტული, მსუბუქად ოვალოციტური, სფეროციტები არ აღინიშნება. ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია. კუმბსის სინჯი უარყოფითია. ძვლის