ვისლერ – ფანკონის დაავადება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვისლერ – ფანკონის დაავადება – ინფექციურ – ალერგიული დაავადება; ხასიათდება მაღალი ცხელებით, პოლიმორფული გამონაყრით, ართრალგიებითა და ნეიტროფილური ლეიკოციტოზით. დაავადების დასაწყისი მწვავეა; აღინიშნება მაღალი რემისიული ან ხანგამოშვებითი ცხელება, რასაც თან ახლავს კანზე გამონაყარი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი. გამონაყარი პოლიმორფულია. ტემპერატურა 3 – 5 საათის შემდეგ ქვეითდება, რასაც თან