Search Results: ნეკროზი

რეინოს დაავადება

რეინოს დაავადება Raynaud’s disease არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე რეინოს დაავადება – ანგიოტროფნევროზი, რომელიც მიმდინარეობს  წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების უპირატესი დაზიანებით. პროცესი ლოკალიზებულია ზედა კიდურებზე; დაზიანება ორმხრივი და სიმეტრულია; ხშირად ავადდებიან ახალგაზრდა ქალები. რეინოს დაავადება – ეტიოლოგია: ხანგრძლივი გაცივება, თითების ქრონიკული ტრავმატიზაცია, ენდოკრინული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვალი, სასქესო ჯირკვალები), მძიმე ემოციური სტრესები.