ჰიპერკალიემია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერკალიემია – სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის მომატება ნორმაზე ზევით (5,3 მმოლ/ლ). აღინიშნება თირკმელების უკმარისობის დროს, ალდოსტერონიზმის შედეგად თირკმელების დაზიანებისას (დიაბეტი, ნეფრიტი), უჯრედებიდან კალიუმის გამოთავისუფლებისას – უჯრედთა მასიური დაშლისას (ჰემოლიზი, დამწვრობა, ქსოვილთა ხანგრძლივი ზეწოლა, სიმსივნეების დაშლა). კალიუმის პრეპარატების ჭარბად მიღებისას, სისხლის განმეორებადი გადასხმისას. ვლინდება სისუსტით, პარესთეზიებით, ბრადიკარდიით, ცვლილებებით