ვერნერის სინდრომი
ვერნერის სინდრომი – (O. Werner, გერმ. ექიმი; სინ.: მოზრდილთა პროგერია) ორგანიზმის ნაადრევი დაბერების მემკვიდრეობითი სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვლინდება კანის, თვალების, ენდოკრინული, ძვლოვანი და ორგანიზმის სხვა სისტემების დაზიანებით. დაავადება იწყება 20 – 30 წლის ასაკში, ხშირად ავადდებიან მამაკაცები. ავადმყოფისათვის დამახასიათებელია მაღალი და ჩახლეჩილი ხმა; შესაძლებელია აღინიშნებოდეს ინტელექტის დაქვეითება. კიდურების კანი ფერმკრთალი, განლეული, შეხებისას რამდენადმე გამკვრივებულია; კანქვეშა ცხიმოვანი