ვიტამინ D უკმარისობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვიტამინ D უკმარისობა – განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება D2 (ერგოკალციფეროლის) და D3 (ქოლეკალციფეროლის) ვიტამინების უკმარისობას. ვიტამინი D ძირითადი რაოდენობა წარმოიქმნება კანში, მასზე სინათლის (ულტრაიისფერი სხივების) ზემოქმედებისას, შედარებით მცირე ნაწილი ორგანიზმში ხვდება კვების პროდუქტებით. ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი, შედის მცირე რაოდენობით ნაღების კარაქში, რძეში, კვერცხის გულში; განსაკუთრებით დიდი