ქორიონი
ქორიონი – (ბერძნ. chorion – კანი) ადამიანის და ძუძუმწოვრების ჩანასახების დროებითი გარეთა გარსი, პროვიზორული ორგანო. ქორიონი ვითარდება ბლასტოცისტის გარეთა ნაწილისაგან – ტროფობლასტისაგან და მისი ამომფენი სისხლძარღვების შემცველი მეზენქიმისაგან. ქორიონს აქვს მრავალრიცხოვანი გამონაზარდები – ხაოები, რომლებიც ჩაიზრდებიან საშვილოსნოს ლორწოვან გარსში და წარმოქმნიან პლაცენტას, ე.ი.მონაწილეობენ პლაცენტის ჩამოყალიბებაში. ქორიონი ასრულებს ტროფიკულ, დამცველობით, სასუნთქ და გამომყოფ ფუნქციებს, მონაწილეობს პლაცენტის