აშრევებადი ანევრიზმა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აშრევებადი ანევრიზმა – განპირობებულია ინტიმას გაგლეჯით, რომელიც წარმოიქმნება უპირატესად აორტის აღმავალ ნაწილში. აორტის აშრევებას ხელს უწყობს მარფანის სინდრომი, მაღალი არტერიული წნევა, იდიოპათიური კიფოსკოლიოზი. სისხლი შიგა გარსის დეფექტიდან გაედინება აორტის კედელში, შლის შუა გარსს და განაცალკევებს შიგნითა გარსს გარეთა გარსისაგან. გართულებები: ანევრიზმის გასკდომა, აორტისა და მისგან გამომავალი ტოტების