ანევრიზმა
ანევრიზმა aneurysm არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე ანევრიზმა – გულის, ან სისხლძარღვის გათხელებული უბნის გამობერვა. გულის ანევრიზმა შესაძლებელია იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის, ათეროსკლეროზის, სიფილისისა და სხვა დაავადებების გართულება, ასევე ჭრილობის შედეგი (ტრავმული ანევრიზმა). ანევრიზმის ფორმირებას, განსაკუთრებით თავის ტვინის სისხლძარღვებში, ხელს უწყობს სისხლძარღვის კედლის თანდაყოლილი დეფექტებიც. ანევრიზმა შესაძლებელია იყოს არტერიული, ვენური და არტერიულ – ვენური. ფორმის მიხედვით – თითისტარისებრი