მწვერვალოვანი პერიოდონტიტი
მწვერვალოვანი პერიოდონტიტი apical periodontitis არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე მწვერვალოვანი პერიოდონტიტი – კბილის ფესვის მწვერვალის ირგვლივი ქსოვილების ანთება. მწვერვალოვანი პერიოდონტიტი – ეტიოლოგია ინფექცია (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ანაერობი), მექანიკური ტრავმა, მათ შორის მიკროტრავმა, ქიმიური ტრავმა. მწვერვალოვანი პერიოდონტიტი – პათოგენეზი. პულპიდან ანთებითი პროცესის გავრცელება მწვერვალის ხვრელის გავლით. ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონის დაზიანება მიკროტრავმის დროს; გარკვეული მნიშვნელობა აქვს მიკრობულ და წამლისმიერ სენსიბილიზაციას.