არტერიულ-ვენური ანევრიზმა
არტერიულ-ვენური ანევრიზმა არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე არტერიულ-ვენური ანევრიზმა – პათოლოგიური შენაერთი არტერიასა და ვენას შორის. განსხვავებით ფიზიოლოგიური არტერიულ-ვენური ანასტომოზისაგან, არტერიულ-ვენური ანევრიზმის დროს არ არსებობს ჩამკეტი მექანიზმი და მისი ფუნქციის ფიზიოლოგიური რეგულაცია. არეტერიულ-ვენური ანევრიზმები შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი (ბოტალოს სადინარი, პარქს ვებერის დაავადება არტერიასა და ვენას შორის მასიური ჰემანგიომატოზური ზონების წარმოქმნით და სხვ.). შეძენილი ანევრიზმები გვხვდება შედარებით ხშირად