ტაკაიასუს დაავადება (აორტო – არტერიიტი)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაკაიასუს დაავადება (აორტო – არტერიიტი) – სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება აორტისა და მისგან გამომავალი ტოტების ანთებით, მათი ნაწილობრივი ან სრული ობლიტერაციის განვითარებით; შესაძლოა დაზიანდეს აორტის სხვა ნაწილებიც. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზში წამყვანი ადგილი მიეკუთვნება იმუნურ დარღვევებს, დაზიანებული სისხლძარღვის კედლის ქრონიკული იმუნოკომპლექსური ანთების განვითარებით. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა