კული – რანდლე – ფოლსის ანემია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კული – რანდლე – ფოლსის ანემია – ფსევდოთალასემია. ეტიოლოგია უცნობია. დამახასიათებელია ჰიპოქრომული ტიპის ანემია, თუმცა ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნორმის ფარგლებშია. ფეტალური ჰემოგლობინი მომატებული არ არის. გენი გადაიცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და მისი სრული გამომჟღავნება მხოლოდ მამრობით სქესში ხდება. ქალები გენის გადამტანები არიან. სხვადასხვა ორგანოში ხდება რკინის