კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება
კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება – (H. G. Creutzfeldt, გერმ. ნევროლოგი და ფსიქიატრი; A. Jakob, გერმ. ნევროლოგი; სინ.: სპასტიკური ფსევდოსკლეროზი, კორტიკო – სტრიოსპინალური დეგენერაციის სინდრომი) დიდი ტვინის ქერქის, ბაზალური განგლიებისა და ზურგის ტვინის პროგრესირებადი დისტროფული დაავადება. ეს დაავადება პირველად აღწერა კრეიტცფელდტმა, შემდგომში კი იაკობმა მიუთითა ფსიქიკური დარღვევების შერწყმაზე ზურგის ტვინის წინა ფესვების, ექსტრაპირამიდული და პირამიდული სისტემების