ინფექციურ – ალერგიული პოლიართრიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფექციურ – ალერგიული პოლიართრიტი – (polyarthritis infectiosoallergica; infectio დასნებოვნება; ბერძ. Allos სხვა, უცხო + ergon მოქმედება) მორეციდივე კეთილთვისებიანი სინოვიტი, რომელიც უკავშირდება ძირითადად კეროვან სტრეპტოკოკურ ინფექციას და ხასიათდება პროცესის სრული შექცევადობით. ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს სხვადასხვა მიკროორგანოზმები, თუმცა წამყვანი როლი მიეკუთვნება სტრეპტოკოკურ ინფექციას. ავადდებიან უპირატესად ქალები. პირველი სიმპტომები წარმოიქმნება სტრეპტოკოკური ინფექციის