C ჰეპატიტი
C ჰეპატიტი – ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ღვიძლი და ვითარდება მისი ანთება – ჰეპატიტი. დაავადებას იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი – HCV; ვირუსი მცირე ზომის, სფერული ფორმისაა და შეიცავს გენეტიკურ მასალას რნმ-ის სახით, რომელიც გარსითაა დაფარული. ვირუსის გენეტიკური ცვალებადობის გამო, ადამიანის ორგანიზმში შეიძლება არსებობდეს HCV დაახლოებით ოთხ ათეულამდე ქვესახე, ერთი გენოტიპის ფარგლებში. C ჰეპატიტის