ინტერფაზა
ინტერფაზა – (interphasis ლათ.inter – შორის; სინ. ინტერმიტოზი, მიტოზშორის პერიოდი, სიმშვიდის სტადია, მეტაბოლური სტადია) დროის შუალედი ორ მიტოზურ გაყოფას შორის. ამ პერიოდში უჯრედი მოქმედ მდგომარეობაშია და ასრულებს მისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს. ინტერფაზის დროს ხორციელდება უჯრედის მემკვიდრეობითი ინფორმაციის რეალიზაცია, რაც ვლინდება სპეციფიკური ცილების სინთეზით და ციტოპლაზმაში სპეციალიზებული სტრუქტურების წარმოქმნით, რომლებიც უჯრედის ფუნქციურ სპეციალიზაციას შეესაბამებიან. ინტერფაზაში უჯრედების მიტოზური