ჰეპატოლიენალური სინდრომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოლიენალური სინდრომი – 1. ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება. აღინიშნება ღვიძლის ციროზის, პორტული ჰიპერტენზიის, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების და სხვა შემთხვევებში. სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ერთდროულად ელენთისა და ღვიძლის გადიდება, ხოლო პროცესის მნიშვნელოვანი ხანდაზმულობისას მათი გამკვრივება. შესაძლოა აღინიშნებოდეს ჰიპერგლობულინემია, ედსის მომატება, ცილების დალექვის სინჯების ცვლილებები. ჰეპატოლიენალური სინდრომის ჰემატოლოგიური