რქოვანა გარსის წყლული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რქოვანა გარსის წყლული – (თვალის დაავ.) რქოვანას ინფიცირებული ზედაპირული ტრამვები და უცხო სხეულები, მისი დაზიანება ხის ტოტებით, მარცვლეულის ღეროებით, ნაფოტებით და ა.შ. ინფექციის წყაროს ხშირად წარმოადგენს ჩირქოვანი დაკრიოცისტიტი (იხ.). სიმპტომები. გაღიზიანების მკვეთრად გამოხატული მოვლენები: ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი, თვალის კაკლის სისხლძარღვების ინექცია. რქოვანაში ვლინდება დეფექტი მისი კიდეების