აკრომეგალია
აკრომეგალია acromegalia არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე აკრომეგალია – დაავადება, რომელიც განპირობებულია სომატოტროპინის ჭარბი პროდუქციით და ხასიათდება ჩონჩხის ძვლების, რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების დისპროპორციული ზრდით. აკრომეგალია – პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს ზრდის ჰორმონების მომატებული პროდუქცია, რაც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ჰიპოფიზის ადენომით (დაავადების სიმსივნური ფორმა) ან ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაზიანებით. მეორადია სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები: კუჭქვეშა, სასქესო,