Tag Archives: სომატროტროპული ჰორმონი

აკრომეგალია

აკრომეგალია acromegalia

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

აკრომეგალია – დაავადება, რომელიც განპირობებულია სომატოტროპინის ჭარბი პროდუქციით და ხასიათდება ჩონჩხის ძვლების, რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების დისპროპორციული ზრდით.

აკრომეგალია – პათოგენეზი. გარკვეულ როლს ასრულებს ზრდის ჰორმონების მომატებული პროდუქცია, რაც უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია ჰიპოფიზის ადენომით (დაავადების სიმსივნური ფორმა) ან ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის დაზიანებით. მეორადია სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევები: კუჭქვეშა, სასქესო, ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების.  ჰიპოფიზის სიმსივნის ზრდასთან ერთად, დაავადების ვლინდება მეორადი ცვლილებებითა და გართულებებით შინაგანი ორგანოების მხრივ. ცილოვანი ცვლის ანაბოლური ფაზის გაძლიერება იწვევს რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების მასის ზრდას, ძვლის პერიოსტალური ზრდის გაძლიერებას, ორგანიზმში აზოტის შეკავებას. ორგანიზმში სომატოტროპული ჰორმონის სიჭარბე განაპირობებს კუჭქვეშა ჯირკვლის Р-უჯრედების ფუნქციის გაძლიერებას, მათ ჰიპერპლაზიასა და სარეზერვო შესაძლებლობების გამოფიტვას, რაც იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. 

Read More