Tag Archives: აკავებს

ქალაზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალაზები – (ბერძნ. chalasa  –  ხოშკაკალა) გამკვრივებული ცილის ჭიმები, რომლებიც ფრინველების კვერცხის ყვითრს აკავებს ცენტრალურ მდებარეობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტოლერანტობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოლერანტობა – (ლათ. tolerantia  –  მოთმინება) იმუნოლოგიური, ორგანიზმის ისეთი მდგომარეობა, როცა მას არ გააჩნია გარკვეული ანტიგენის მიმართ იმუნური რექციის უნარი. ტოლერანტული ორგანიზმის იმუნოკომპეტენტური სისტემა ვერ ”აღიქვამს” ანტიგენს, როგორც უცხო სხეულს, რას გამოც არ ხდება დაცვითი ძალების მობილიზება. სრულიად საწინააღმდეგო მოვლენა შეინიშნება ე. წ. ავტოიმუნური დაავადებების დროს, როდესაც

Read More

სისხლის დეპო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის დეპო – 1. ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, კანი) რომლებშიც შესაძლებელია ინახებოდეს საერთო სისხლმიმოქცევიდან იზოლირებული მთლიანი სისხლის დაახლოებით 50%. ორგანიზმის ჟანგბადისადმი გაზრდილი მოთხოვნილების დროს ან ჰემოგლობინის ნაკლებობისას სისხლი დეპო ორგანოებიდან გადადის საერთო სისხლმიმოქცევაში. 2. სისხლის დეპო  –  ორგანო – რეზერვუარი, სადაც გროვდება სისხლის მნიშვნელოვნი რაოდენობა, რომელსაც ეს ორგანო

Read More

დიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიალიზი – (ბერძნ. dyalysis – დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფა ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით. დიალიზისისთვის განკუთვნილი უმარტივესი მოწყობილობა – დიალიზატორი წარმოადგენს ნახევრად შეღწევადი მასალისაგან დამზადებულ პარკს ან მასრას, რომელსაც სადიალიზო სითხით ავსებენ და გამხსნელში (დისპერსიული სისტემა) ჩაყურსავენ. პარკის ნაცვლად ხშირად იყენებენ

Read More

ბაქტერიული ფილტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიული ფილტრი – ბაქტერიებისა და სხვ. მიკროორგანიზმებისაგან სითხის გასაწმენდი აპარატი. ბაქტერიული ფილტრის ძირითადი ნაწილია ფორებიანი მფილტრავი ზედაპირი, რომელიც ატარებს სითხეს და აკავებს მიკროორგანიზმებს. გასაფილტრად საჭიროა გასაწმენდ სითხეზე წნევით ზემოქმედება ან მფილტრავი ზედაპირის მეორე მხარეს ჰაერის გაიშვიათება. არსებობს მინის, კერამიკული (მაგ., შამბერლანისა და ბერკეფელდის სანთლები) და მემბრანიანი ბაქტერიული

Read More