ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევრომა – (ქირურგ.) გადაკვეთილი ნერვული ღეროს ბოლოში ნერვული გარსების და ღერძ-ცილინდროვანი წამონაზარდის სიმსივნური გაზრდა. განსაკუთრებით ხშირად ასეთი პათოლოგიები ვითარდება კიდურების ამპუტაციების შემდეგ. სიმპტომები, მიმდინარეობა. ძლიერი ტკივილები, რომლებიც ძლიერდება ტაკვზე ზეწოლით და მცირე შეხებითაც კი. ფრთხილი პალპაციით, ზოგჯერ, კანის ქვეშ, ისინჯება მცირე ზომის, მკვრივი, ძალიან მტკივნეული კვანძები ან
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები: მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი – თეთრი, რომლის ფონზეც ჩანს მუქი წითელი ფერის ყვითელი ლაქა (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული.