Tag Archives: ამრიგად

ფიალისებრი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიალისებრი  უჯრედები – / ეგზოკრინოციტი ფიალისებრი / (cellulae calyculares / exocrinocyti calyciformes ბერძნ. exo  –  გარეთ, crinein  –  გამოყოფა, ლათ. calyx, calycis  –  ფიალა / ) ნაწლავის, აგრეთვე მრავალრიგიანი წამწამოვანი ეპითელიუმის  უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ლორწოვან სეკრეტს. ისინი არსებითად თავისებური ერთუჯრედიანი ჯირკვლებია. ლორწოს დაგროვების მიხედვით მათი ციტოპლაზმა იჯირჯვება,

Read More

ტეტრადები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეტრადები – (ბერძნ.tetras, tetrados  –  ოთხი)  –  განვითარებადი სასქესო  უჯრედების ( პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების) ქრომოსომული კომპლექსები, რომლებიც წარმოდგენილია ბივალენ­ტებით, ე.ი. მეიოზის პროფაზის დროს შეწყვილებული ორი ქრომატიდისაგან. ამრიგად, ქრომატიდების საერთო რიცხვი ბივალენ­ტურ კომპლექსში ოთხის ტოლია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

სომატური ციტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური ციტოგენეზი – (cytogenesis somatica ბერძნ.cytos  –  უჯრედი და გენესის  –  განვითარება)  –  სომატური  უჯრედების განვითარების პროცესი. ის მიმდინარეობს ონტოგენეზის ჩანასახოვანამდე, ჩანასახოვან და ქსოვილოვან ეტაპებზე. ჩანასახოვანამდე და ჩანასახოვან პერიოდებში სომატური  უჯრედები ძირითადად ასრულებენ გამრავლებასა და ზრდასთან დაკავშირებულ ვეგეტატიურ ფუნქციებს. მოგვიანებით ჩანასახოვანიდან ქსოვილოვან ეტაპზე გადასვლისას  უჯრედები, ვეგეტატიურ ფუნქციებთან

Read More

მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკი – პატარა აბორტული უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება კვერცხუჯრედთან ერთად მეორე რიგის ოოციტის გაყოფის დროს. ეს უჯრედი, ისევე როგორც პირველი რიგის მიმართებითი სხეულაკები, შეიცავს ქრომოსომების ჰაპლოიდურ ნაკრებს. ციტოპლაზმის ძალიან მცირე რაოდენობის გამო მიმართებითი სხეულაკები მალე იღუპება. ამრიგად, პირველი რიგის ერთი ოოციტიდან ვითარდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი

Read More

დენდი – უოკერის სინდრომი

დენდი – უოკერის სინდრომი – თავის ტვინის მე – 4 პარკუჭის განვითარების თანდაყოლილი მანკი, რაც იწვევს პარკუჭის კისტოზურ გაფართოებას, ჰიდროცეფალიას, ნათხემის განუვითარებლობას. კლინიკურად ვლინდება ქალაშიდა წნევის მომატებით, ქალას ნერვების დაზიანებით, ატაქსიით. შესაძლებელია გონებრივი ჩამორჩენა. არც თუ იშვიათად, თან ახლავს გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და შარდ-სასქესო სისტემის განვითარების მანკები; მკურნალობა ქირურგიულია.დენდი – უოკერის სინდრომი – დიზრაფიული

Read More