Tag Archives: ანგიიტი

როსკამის ანგიიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როსკამის ანგიიტი – (J. Roskarn,  ბელგ. ჰემატოლოგი; სინ. ანგიიტი ალერგიული დისემინირებული) კანისა და ლორწოვანი გარსების ვასკულიტის ფორმა, რომელსაც თან ახლავს სპონტანური სისხლჩაქცევები და სისხლდენები (მაგ. ცხვირიდან), განპირობებული კაპილარების კონსტიტუციური მტვრევადობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ანგიიტი ზემგრძნობელობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიიტი ზემგრძნობელობითი – (angiitis hypersensitiva; სინ. ზიკის ანგიიტი) მწვავე ალერგიული ვასკულიტი, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ლოკალიზაციის კვანძებისა და ბორცვების წარმოქმნით, რომლებიც შემდგომში ნეკროზირდებიან. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანგიიტი ალერგიული დისემინირებული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიიტი ალერგიული დისემინირებული – (angiitis allergica disseminata) იხ. როსკამის ანგიიტი.

ანგიიტი

ანგიიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

კანის ანგიიტი (ვასკულიტები) (angiitis, vasculitis) – ანთებით – ალერგიული ხასიათის დერმატოზების ჯგუფი; ვლინდება სხვადასხვა კალიბრის დერმულ-ჰიპოდერმული სისხლძარღვების დაზიანებით.

ანგიიტი – ეტიოლოგია ცნობილი არ არის.

ანგიიტი – პათოგენეზი უმრავლეს შემთხვევაში იმუნოკომპლექსურია. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ორგანოში ლოკალიზებულ (ხშირად ნუშურებში, კბილებში) ქრონიკულ ინფექციას (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზის ჩხირი, საფუარის და სხვა სოკოები). ანგიიტების განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქრონიკულ ინტოქსიკაციებს (ალკოჰოლიზმი, სიგარეტის წევა), ენდოკრინოპათიებს (შაქრიანი დიაბეტი), ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს (სიმსუქნე), გაცივებას, ზოგად და ადგილობრივ სისხლძარღვოვან დაავადებებს (ჰიპერტონიული დაავადება, მაობლიტირებელი თრომბანგიიტი), შემაერთებელი ქსოვილის დიფუზურ დაავადებებს.

Read More