Tag Archives: ანთება

პალინდრომული რევმატიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალინდრომული რევმატიზმი – (ბერძ. Palindromos უკან მოძრავი, შებრუნებითი; სინ.: ხანჩ – როზენბერგის სინდრომი) სახსრებისა და მათ ირგვლივ არსებული ქსოვილების მწვავე ანთების განსაკუთრებით იშვიათი ფორმა, რომელიც მიმდინარეობს უეცარი ხანმოკლე და სრულად შექცევადი შეტევებით. დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი გარკვეული არ არის. კლინიკურად ხასიათდება პერიოდული შეტევებით. ზიანდება ერთი რომელიმე სახსარი,

Read More

ოტოგენური სეფსისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოტოგენური სეფსისი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის გართულებას. ვითარდება ანთებითი პროცესის სიგმოიდური, იშვიათად განივი ვენური წიაღის კედელზე გადასვლის დროს. ინფექციის შედეგად წიაღში ჩნდება თრომბი, რომელიც შემდგომ ჩირქდება. შესაძლებელია ჩირქოვანი თრომბის მოწყვეტილი ნაწილების ჰემატოგენური გზით გავრცელება ფილტვებში, სახსრებში, კუნთებში,

Read More