Tag Archives: არეგულირებს

პროლაქტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროლაქტინი – (სინ.: ლაქტოგენური ჰორმონი, ლუთეოტროპული ჰორმონი, ლუთეოტროპინი, მამოტროპინი) ჰიპოფიზის წინა წილის მიერ პროდუცირებული ცილოვანი ბუნების ჰორმონი; გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა. პროლაქტინი ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლების ზრდას და განვითარებას, ააქტიურებს ლაქტაციას, ასტიმულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზრდასა და ფუნქციას, ასევე შინაგანი ორგანოების ზრდას. არეგულირებს რეპროდუქციულ პროცესებს, ასტიმულირებს დედობრივი ინსტიტიქტის გამოვლინებას.

Read More

პროთრომბინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროთრომბინი – (პრო… და თრომბინი), ადამიანისა და ცხოველის სისხლის პლაზმის ცილა. სისხლის შედედების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი. პროთრომბინი გლიკოპროტეიდია, შეიცავს 12% – მდე ნახშირწყლებს. მოლეკულური მასა დაახლ. 70000. პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია, თრომბინი კი სტიმულს აძლევს თრომბინის ფორმირებას. ორგანიზმში პროთრომბინის თრომბინად აქტივაცია მიმდინარეობს პროთრომბინაზით. პროთრომბინის ბიოსინთეზი, რომელსაც არეგულირებს

Read More