Tag Archives: არია

მაკრონუკლეუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკრონუკლეუსი – (macronucleus ბერძნ.macros დიდი და ლათ.nucleus – ბირთვი) – ინფუზორიების დიდი პოლიპლოიდური ბირთვი, რომელიც მდიდარია დნმ – ით და აკონტროლებს უჯრედში ვეგე­ტატიურ და სინთეზურ პროცესებს. ასეთი ბირთვების პოლიპლოი­დიის დონემ შეიძლება რამდენიმე ათასს მიაღწიოს. იხ.მიკრონუკლეუსი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

კონიუნქტივა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონიუნქტივა – (გვიანდ. ლათ. coniunctivus – შემაერთებელი) თვალის შემაერთებელქსოვილოვანი გარსი – გამჭვირვალე ლორწოვანი გარსი, რომელიც ფარავს ქუთუთოების უკანა ზედაპირს და თვალის კაკალს რქოვანამდე. შესაბამისად კონიუნქტივას ყოფენ ქუთუთოებისა და თვალის კაკლის ანუ სკლერის კონიუნქტივას. კონიუნქტივა მდიდარია სისხლისა და ლიმფური ძარღვებით, მგრძნობიარე ნერვების დაბოლოებებითა და ჯირკვლებით. [“1”] გაფრთხილება! ბმულები:

Read More