Tag Archives: აღმოჩ

სტილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტილის სინდრომი – იუვენილური (ბავშვთა) რევმატოიდული ართრიტის ვარიანტი, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. სიმპტომები. დაავადება ხასიათდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ცხელებით, რომელიც ემორჩილება სალიცილატებს, მოგვიანებით ვითარდება ართრიტი მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებით. პარალელურად აღინიშნება ღვიძლის, ელენთის გადიდება, ლიმფადენოპათია, ცვლილებები კანზე, ლეიკოციტოზი. იშვიათად გვხვდება სეროზული გარსების დაზიანება (პლევრიტი, პერიკარდიტი). ზოგჯერ ვისცერული

Read More

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი – ექიმი, რომელიც მომზადებულია უეცრად განვითარებული დაავადებებისა (მდგომარეობების) და უბედური შემთხვევების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მუტანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტანტი – მემკვიდრულად შეცვლილ ორგანიზმთა ფორმები, რომლებიც საწყისისგან რომელიმე გადახრით განსხვავდება და მიიღება მუტაციის შედეგად. მუტანტი აღწერილია რამდენიმე ასეული წლის წინათ როგორც მცენარეებში (მაგ., შეცვლილფოთლებიანი მარწყვი და ქრისტესისხლა), ისე ცხოველებში (მოკლეფეხებიანი ცხვარი). XX ს. 20 – 30 – იან წლებში ინდუცირებული მუტაგენეზის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს ნაირგვარი მუტანტი.

Read More

მანიაკურ – პარაფრენიული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მანიაკურ – პარაფრენიული სინდრომი – (syndromum maniacoparaphrenicum) მანიაკური სინდრომის შერწყმა გრანდიოზულ, ფანტასტიური შინაარსის მქონე ბოდვით იდეებთან (განდიდების, ეპოქალური აღმოჩენისა და სხვ.); აღინიშნება, მაგ. ქალა – ტვინის ტრავმების, პროგრესული დამბლის, ზოგიერთი ინტოქსიკაციების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კომერციული აქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომერციული აქტი – 1. ოფიციალური დოკუმენტი, ჩანაწერი, ოქმი. 2. დოკუმენტი, რომელიც დგება დანიშნულების პუნქტში ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების აღმოჩენის შემთხვევაში. კომერციული აქტი არის ტვირთის მიმღების მხრიდან ზარალის ანაზღაურების შესახებ პრეტენზიების წამოყენების საფუძველი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა