Tag Archives: აღნიშნავენ

ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კატარული (მარტივი) სურდო – მიზეზები: გახანგრძლივებული ან განმეორებადი მწვავე სურდო; სხვადასხვა  –  ქიმიური, თერმული, მექანიკური გამაღიზიანებლების მოქმედება; ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ჩირქოვანი სეკრეტით ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებების დროს; ცხვირის ლორწოვან გარსში სისხლმიმოქცევის ხანგძლივი დარღვევა (გულის მანკები, მიოკარდიტები, ნეფრიტები, ემფიზემა, ბრონქოექტაზები, ენდოკრინული დაავადებები). სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირის პერიოდული

Read More

ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა – ფილტვის ფუნქციის დაქვეითება მისი ვენტილაციის შემცირებით და სისხლის აირების ცვლის შემცირებით, პირველ რიგში მასში ჟანგბადის უკმარისობით. სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს როგორც ქრონიკული ფილტვისმიერი დაავადებების, ასევე სუნთქვის რეგულაციის დარღვევის (ნერვული სიტემის დაზიანება), გულმკერდის ძვალ – კუნთოვანი აპარატის დაავადებების შედეგად. სუნთქვის უკმარისობა ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის,

Read More

ურანიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურანიზმი – ერთ – ერთი ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ მამაკაცურ ჰომოსექსუალიზმს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ულტრაფაგოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრაფაგოციტოზი – (ultraphagocytosis ლათ.ultra – ზე, ბერძნ.phago – ვშთანთქავ და cytos – უჯრედი) რეტიკულურ – ენდო­თელური სისტემის უჯრედების უნარი, შთანთქას უწვრილესი კოლოი­დური ნაწილაკები. ამ მოვლენას აღნიშნავენ აგრეთვე ტერმინით, „კო­ლოი­დოპეკსია“. ულტრაფაგოციტოზი პინოციტოზისა და რი­ფეოციტოზის კერძო შემთხვევაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ტრიქრომაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქრომაზია – ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ ნორმალურ ფერად მხედველობას – სამი ძირითადი ფერის – წითელი, მწვანე და იისფერის აღქმის უნარს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა