Tag Archives: აღწერილია

მუტანტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მუტანტი – მემკვიდრულად შეცვლილ ორგანიზმთა ფორმები, რომლებიც საწყისისგან რომელიმე გადახრით განსხვავდება და მიიღება მუტაციის შედეგად. მუტანტი აღწერილია რამდენიმე ასეული წლის წინათ როგორც მცენარეებში (მაგ., შეცვლილფოთლებიანი მარწყვი და ქრისტესისხლა), ისე ცხოველებში (მოკლეფეხებიანი ცხვარი). XX ს. 20 – 30 – იან წლებში ინდუცირებული მუტაგენეზის აღმოჩენის შემდეგ მიიღეს ნაირგვარი მუტანტი.

Read More

მალაკოპლაკია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მალაკოპლაკია – (malacoplakia; ბერძ. Malakos რბილი + plax ფირფიტა)იშვიათი დაავადება, შარდის ბუშტის უპირატესი დაზიანებით. აღწერილია ექსტრავეზიკულური ფორმებიც. დაავადება ხასიათდება სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის, მოყვითალო ფერის, ბრტყელი ბალთების გაჩენით; ასეთი წარმონაქმნები ხშირად ლაგდება ლორწოვან გარსებზე, შედარებით იშვიათად თირკმელების, სათესლეების, წინამდებარე ჯირკვლის ინტერსტიციულ ქსოვილში. ქალები ავადდებიან ორჯერ უფრო ხშირად

Read More