Tag Archives: აც

კეროვანი პნევმონია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კეროვანი პნევმონია – ფილტვების ანთება, რომელიც ხასიათდება ფილტვის ქსოვილის შემოსაზღვრული ნაწილის ანთებითი დაზიანებით. დაავადება ხშირად უვითარდება დასუსტებულ პირებს, რომლებიც ავად არიან სხვა დაავადებით, აგრეთვე ოპერაციისა და ტრამვის შემდეგ. არც თუ იშვიათად, მას წინ უძღვის სასუნთქი გზების კატარული ანთების ნიშნები ფილტვის ქსოვილზე ინფექციის გავრცელებით (ამიტომაც დაავადებას ასევე ეწოდება

Read More

ბაქტერიოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერიოლიზი – (ბაქტერია და ბერძნ lysis – დაშლა, გახსნა), ბაქტერიების გარსის დაშლა, რის შედეგადაც მათი ციტოპლაზმა გამოდის გარეთ. შეიძლება გამოიწვიოს როგორც არასპეციფიკურმა (ფიზიკური და ქიმიური), ისე სპეციფიკურმა (ბაქტერიოფაგი, ბაქტერიოლიზინი, ზოგი ფერმენტი, მაგ., ლიზოციმი) აგენტებმა. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More