Tag Archives: აწვება

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნური ზრდა. გვხდება 50 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცებში. ადენომა ვითარდება ნელა; თანდათანობით აწვება შარდსადენს, აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას. პირველი დამახასიათებელი ნიშანია შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით: შარდის ნაკადი წვრილდება, ეწვეთება ქვევით (ავადმყოფი იშარდავს ფეხებზე), იშხეფება; თანდათანობით ეს მოვლენები ძლიერდება: შარდი გამოიყოფა

Read More

შარდის შეკავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდის შეკავება – პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც თირკმლების ნორმალური ფუნქციონირების ფონზე არ ხდება შარდის გარეთ გამოყოფა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს შარდსაწვეთების ან შარდსადენის დახშობა, აგრეთვე ნერვული სისტემის ზოგიერთი დაავადებები (შარდის ბუშტის კედლის კუნთოვანი ელემენტების დამბლა). შარდის გამოდინებისთვის წინააღმდეგობას ქმნიან: შარდსაწვეთის კენჭები, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ან სიმსივნე, ურეთრის შევიწროება

Read More

ფოსტერ კენედის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოსტერ კენედის სინდრომი – ცალ თვალში მხედველობის ნერვის ატროფიის შერწყმა მეორე თვალში მხედველობის ნერვის დისკის შეშუპებასთან. ნიშანია ქალაშიდა სიმსივნისა, რომელიც აწვება ატროფირებად მხედველობის ნერვს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კისრის დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კისრის დივერტიკული – წარმოიქმნება ერთის მხრივ ხახა – საყლაპავის გადასვლის უკანა კედლის სისუსტის შედეგად და ბეჭდისებურ – ხახის კუნთის დისკინეზიით  –  მეორეს მხრივ. სავარაუდოდ მიზეზს წარმოადგენს ხახის შეკუმშვის კოორდინაციის მოშლა და ბეჭდისებურ – ხახის კუნთის შეკუმშვის კოორდინაციის მოშლა, რომელიც მოქმედებს როგორც საყლაპავის ზედა სფინქტერი. ზედა სფინქტერის ნაადრევი

Read More