Tag Archives: ახლად

ღებინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღებინება – კუჭის შიგთავსის უნებლიე, ბიძგისმაგვარი ამოსროლა პირიდან. აღნიშნული აქტი რეგულირდება სპეციალური ღებინების ცენტრის მიერ, რომელიც კოორდინაციას უწევს პილორუსის, კუჭის მუსკულატურის, აგრეთვე სასუნთქი და მუცლის პრესის კუნთების შეთანხმებულ შეკუმშვებს. ღებინება შესაძლოა განვითარდეს რეფლექტორულად ისეთი ზონების გაღიზიანებისას, როგორებიცაა ენის ძირი, რბილი სასა, კუჭის, ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსი და

Read More

ფსიქიკური დეფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მოშლა  ცენტრალური ნერვული სისტემის დისოციაციის შედეგად. ფსიქიკური დეფექტის ჩარჩოებში, რომელიც ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის  ტრავმის, ენცეფალოპათიების, ინტოქსიკაციების, ატროფული და სისხლძარღვოვანი პროცესების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ფსიქიკის გამოხატული ცვლილებები, სხვადასხვა ხარისხის  ჭკუასუსტობამდე და

Read More

უჯრედის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ბირთვი – (nucleus cellulae სინ.caryon) – უჯრედის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ რეპროდუქ­ციას,­ გენეტიკურ დეტერმინაციას და ცილის სინთეზის რეგულაციას. უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მოქმედებასთანაა და­კავშირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა. გარეგნულად ბირ­თვი უფრო ხშირად მომრგვალო სხეულია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემოკრულია ციტოპლაზმით. იგი შედგება ბირთვის გარსის ანუ მემ­ბ­რანის –

Read More

ეპიგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპიგენეზი – (epigenesis ბერძნ.epi – ზევით და genesis – განვითარება) მოძღვრება, რომლის თანახმადაც, ახალი ორგანიზმის სხვადასხვანაირი ნაწილები წარმოიქმნება კვერცხუჯრედის ერთგვაროვანი მასალისაგან ჩანასახზე სხვადასხვა ფაქტორის (გარემოსა და განვითარების სხვადასხვა პირობების) ზემოქმედების გამო. პრეფორმიზმის საპირისპიროდ, ეპიგენეზი განვითარებას მიიჩნევს ახლადწარმოქმნის პროცესად და არა ადრე წინასწარჩასახული წარმოქმნილი სტრუქტურების განვითარებად. ეპიგენეზის კონცეფცია

Read More

განსაზღვრება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი განსაზღვრება – (ანუ დეფინიცია) ლოგიკური ხერხი, რომლის საშუალებითაც ვახერხებთ განვასხვაოთ, გამოვძებნოთ, ავაგოთ რაიმე ობიექტი, ჩამოვაყალიბოთ მეცნიერებაში ახლად შემოტანილი ან დავაზუსტოთ უკვე არსებული ტერმინის მნიშვნელობა. განსაზღვრების სახეთა მრავალგვარობა განპირობებულია იმით, რომ თუ რას განსაზღვრავთ, განსაზღვრების ამოცანებით, ლოგიკური სტრუქტურით და ა. შ. რეალური განსაზღვრების საშუალებით საგნები გამოიყოფიან სპეციფიკური მახასიათებლებით

Read More