Tag Archives: ბავშვებს

დისციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დისციტი – მალთაშუა დისკების ანთებითი დაზიანება, რომელიც ვრცელდება მალების სხეულებზე. ხშირად უვითარდებათ ბავშვებს; ვლინდება ტკივილით ზურგში, მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური მტკივნეულობით, ცხელებით, სისხლში ანთებისათვის დამახასიათებელი ცვლილებებით. ადრეული დიაგნოსტირება შესაძლებელია მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით ან რადიონუკლიდური სკანირებით. მკურნალობა კონსერვატულია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

დერმატოგენული კონტრაქტურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დერმატოგენული კონტრაქტურა – (ქირურგ.) ვითარდება კანის დამწვრობების შემდეგ (თერმული ან ქიმიური). განსაკუთრებიღ ხშირად იგი აღენიშნებათ ბავშვებს კანის უხეში კელოიდური ნაწიბურების სახით. დერმატოგენული კონტრაქტურა ასევე შეიძლება განვითარდეს მექანიკური ტრამვის შემდეგ კანის დეფექტების შედეგად, რასაც მოსდევს მათი დაწყლულება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More