Tag Archives: ბიოქიმიური

ანაერობიოზი

ანაერობიოზი – (ან – + ბერძ. aer, aeros ჰაერი + biosis სიცოცხლე) ცხოველქმედება ბიოქიმიური რეაქციების ხარჯზე, რომლებიც მიმდინარეობენ გარემოში თავისუფალი ჟანგბადის გარეშე; ანაერობიოზი დამახასიათებელია რიგი პათოგენური მიკროორგანიზმებისათვის. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ადენოზინმონოფოსფატი ციკლური

ლალი დათეშიძე ადენოზინმონოფოსფატი ციკლური – (ცამფ) ნუკლეოტიდი, ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ბიოქიმიური რეგულატორი. მონაწილეობს ნერვული აგზნების გადაცემის, მხედველობითი აღქმის, ჰორმონთა მოქმედების მოლეკულურ მექანიზმებში. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები