Tag Archives: ბირთვს

უჯრედის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ბირთვი – (nucleus cellulae სინ.caryon) – უჯრედის ძირითადი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათ რეპროდუქ­ციას,­ გენეტიკურ დეტერმინაციას და ცილის სინთეზის რეგულაციას. უჯრედის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მოქმედებასთანაა და­კავშირებული გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა. გარეგნულად ბირ­თვი უფრო ხშირად მომრგვალო სხეულია, რომელიც ყოველი მხრიდან გარშემოკრულია ციტოპლაზმით. იგი შედგება ბირთვის გარსის ანუ მემ­ბ­რანის –

Read More

სპერმიუმის თავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმიუმის თავი – (caput spermii ბერძნ.sperma, spermatos  –  თესლი) სპერმატოზოიდის წინა ნაწილი, შეიცავს უჯრედის ბირთვს, გარშემოვლებულია ციტოპლაზმის ვიწრო ქობით, რომელშიც ბირ­თვის წინ აკროსომაა. თავი გარედან დაფარულია ციტოლემით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

პერიკარიონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიკარიონი – (pericaryon ბერძნ.peri – ახლოს და caryon – ბირთვი) უჯრედის ციტოპლაზმის ნაწილი, რომელიც ბირთვს გარს ეკვრის და რომლის ცხოველმყოფელობასთანაც დაკავშირებულია ტროფიკული პროცესები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More

ნუკლეოლონემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნუკლეოლონემა – (nucleolonema ლათ.nucleolus – ბირთვაკი და ბერძნ.nema – ძაფი) ძაფისებრი ან ბოჭკოვანი სტრუქტურა, რომელიც უჯრედის ბირთვს უდევს საფუძვლად. ეს ბოჭკოვანი სტრუქტურები ეხლართება და ანასტომოზირებს რა ურთიერთს, ქმნის ბადეს, რომელიც ამორფულ მასაშია ჩაფლული. ნუკლეოლონემის ძაფების დიამეტრი 500 – 2000 Ao – ის ტოლია. ნუკლეოლონემა განივკვეთში შეიცავს 150

Read More

მრავალბირთვიანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მრავალბირთვიანი უჯრედები – (cellulae polynucleares) უჯრედები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ბირთვს, არიან გაუყოფელ ციტოპლაზმაში. ვინაიდან არ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები მრავალბირთვიანი უჯრედების განსასხვავებლად მათი მსგავსი წარმო­ნაქმნებისაგან, ე.წ.სიმპლასტებისაგან . მიღებულია, მრავალ­ბირთვიან უჯრედებად მივიჩნიოთ ის სტრუქტურები, რომელთა ბირთვების რა­ოდენობა 10 – ს არ აღემატება, მაშინ, როდესაც სიმ­პლასტებში ისინი მნიშვნელოვნად მეტი შეიძლება

Read More