Tag Archives: ბოჭკოვანი

ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულის შიგნითა გარსი (სისხლძარღვოვანი შრე) – (theca interna ბერძნ.theca  –  გარსი და ლათ.internus  –  შიგნითა) საკვერცხის მწიფე ფოლიკულის შემაერთებელქსოვილოვანი გარსის შიგნითა შრე, შედგება სისხლძარღვებითა და ინტერსტიციული  უჯრედებით (ინტერსტიციული ენდოკრინოციტები  –  თეკოციტები) მდი­დარი ფაშარი ბოჭკოვანი ქსოვილით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ფოლიკულის გარეთა გარსი (საკვერცხის ბოჭკოვანი შრე)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულის გარეთა გარსი (საკვერცხის ბოჭკოვანი შრე) – (theca externa) საკვერცხის მწიფე ფოლიკულის შემაერთებელ­ქსოვილოვანი გარსის გარე შრე. შედგება მკვრივი ბოჭკოვანი შემაერ­თებელი ქსოვილისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოლიკული საკვერცხის, მესამეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკული საკვერცხის, მესამეული – (folliculus ovaricus tertiarius \vesiculosus\) საკვერცხის ყველაზე მსხვილი მწიფე ფოლიკული. მისი კედელი შედგება ფოლიკულური მარცვ­ლოვანი შრისაგან (stratum granulosum), გარეთა გარსის სისხლძარ­ღვოვანი (theca folliculi) და ბოჭკოვანი შრეებისაგან (tunica externa), კვერცხის შემცველ გორაკში პირველადი ოოციტია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ფიბროზული

ფიბროზული – ბოჭკოვანი, შემდგარი მჭიდრო ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან. მაგ. ღვიძლის ფიბროზული გადაგვარება – მასში შემაერთებელი ქსოვილის გაზრდა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფიბროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროზი – მკვრივი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, მაგ. ანთების შედეგად ან ქსოვილზე იონიზირებადი გამოსხივების ზემოქმედებით. გაფრთხილება! ________________________________________