ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სილიკოზი – (silicosis; ლათ. silex, silicis კაჟი + osis)ფილტვების დაავადება, რომელიც ვითარდება სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით; წარმოადგენს პნევმოკონიოზის ყველაზე გავრცელებულ და მძიმე სახეს და პრაქტიკულად ყოველთვის არის პროფესიონალური დაავადება. განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას (I, II, III) და სამ ფორმას. პნევმოკონიოზით დაავადებულები ყველაზე უფრო ხშირად უჩივიან ქოშინს,